ლეიბორისტულმა პარტიამ 10 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს, 26 სექტემბერს  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 10 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენასთან ერთად საკრებულოს 3 ქალი დეპუტატია. წარდგენისას პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა პრემიერმინისტრი გახდეს.

  • ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი;
  • თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა – ნიკა ვარდოშვილი;
  • რუსთავი – მიხეილ ქუმსიშვილი;
  • მარნეული – ალი ბადიროვი;
  • თეთრიწყარო, წალკა, დმანისი, ბოლნისი – თემურ წიკლაური;
  • მესხეთი – გიორგი ჩიტაური;
  • მცხეთა-მთიანეთი – ბექა ნათელაშვილი;
  • ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული – სამსონ გუგავას;
  • გურია – დავით მამალაძე;
  • ბათუმი – ტარიელ კალანდარიშვილი