“ლელომ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა

“ლელომ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დაასახელა. ეს არის პირველი კანდიდატი თბილისში, რომელიც “ლელომ“ წარადგინა. შეგახსნებთ, რომ პარტია არ მონაწილეობდა ოპოზიციის შეთნხმებაში საერთო მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენის შესახებ, თუმცა კოორდინაციას არ გამორიცხავდა.

ამ დროისთვის საბურთალოს ოლქში ოფიციალურად დასახელებულია რამდენიმე კანდიდატურა:

ქართული ოცნებიდან დავით სერგეენკო, პარტია “კანონი და სამართალი“–ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი. სავარაუდოდ საბურთალოს ოლქში დააყენებს კანდიდატურას პარტია “მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, თუმცა მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.