“ლელო” პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.
“ჩვენ ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, ის არის გაყალბებული არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად დღეს იმსჯელა ლელო პოლიტსაბჭომ და მიიღოპ გადაწყვეტილება, რომ არ ვაპირებთ შევიდეს პარლამენტში – ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას და საპროტესტო აქციებს” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძე.
პარლამენტში არ შევა, ასევე, ევროპული საქართველო. პარტიაში თქვეს, რომ ისინი არჩევნებს ლეგიტიმურად არ სცნობენ და არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას.