“ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” და “მიშელის რეფორმების ჯგუფი” ინტერფრაქციულ ჯგუფს ქმნიან

ფრაქციები „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ინტერფრაქციულ ჯგუფს ქმნიან. ლელოს ერთ–ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ჯგუფი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე იმუშავებს.

მისივე ინფორმაციით, ფრაქციები შეთანხმებაზე ხელს შემდეგ კვირაში მოაწერენ.

“ასევე, ვფიქრობთ, რომ ერთად უნდა შევიმუშაოთ ეროვნული პროგრამა საქართველოს განვითარების მიმართულებით, იმიტომ, რომ დეკლარაციების დრო დასრულდა. ახლა, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგემილი იმისათვის, რომ, ქვეყანამ უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება ნატო-ში გაწევრიანების გზით. შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ამით დიდი ნაბიჯი გადაიდგა იმისკენ, რომ განვაახლოთ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხის შესახებ მსჯელობა“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.