ლენტეხში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ცემით მოკლეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში ცემით მოკლეს მელე-თბილისის სამარშურტო ტაქსის მძღოლი.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი კაცს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მიატოვა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილს სისტემატურად სძალავდნენ ფულს. ნათესავები ვარაუდობენ, რომ ბოლო რეისის დროს მან ფულის მიცემა ვერ შეძლო, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.

შსს ცნობით, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.