ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო, შეძენა, შენახვა-ტარებითვის ირაკლი ღლონტს ბრალი წარედგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პირს, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის მანქანის მიმართულებით ისროლა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. უწყება მას განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებას ედავება.

შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა სულაბერიძის მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.