ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ

“ტვ პირველის” ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. მედიამენეჯერები, ჟურნალისტები და მოქალაქეები ლექსოს სახლიდან სასაფლამდე მსვლელობით მივლენ. გამოსვენება – იოსელიანის ქუჩა N37-დან, 15:00 საათზე იქნება.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მას 5 ივლისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პუტინისტური ჯგუფები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

მედიაკორპუსი და ოპოზიცია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს ძალადობის წახალისების გამო. მათ ბოლო 2 დღეში რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციები გამართეს.