ლვოვთან ოკუპანტებმა სარკინიგზო ელექტრო ქვესადგურები ააფეთქეს – უკრაინა

ლვოვთან, რუსულმა ძალებმა, სარკინიგზო ქვესადგურები დაბომბეს – ინფორმაციას ამის შესახებ, CNN უკრაინის რკინიგზაზე დაყრდნობით  ავრცლებს. სარაკეტო იერიშის შედეგად, ლვოვის მიმდებარედ რამდენიმე მატარებელი  გაჩერდა.

“ლვოვის შესასვლელთან მატარებლების მოძრაობა დროებით შეფერხებულია. მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება” – აცხადებს უკრაინის რკინიგზა.

ლვოვის მერის განცხადებით, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება და მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს.