ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.  აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია. ინფორმაციას “ტელეკომპანია ბორჯომი” ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

დაშავებულია 75 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც აფეთქების დროს ბინაში იმყოფებოდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კორპუსიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.