ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე მუშა ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა

ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე მუშა ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა. სამუშაოებს ადგილზე ნავთობტერმინალი ,,ჯითიელ გრუპი” ახორცილებდა. შუა ხნის მამაკაცი საყრდენ კედელს აშენებდა, რა დროსაც აშენებული კედელი ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. ამჟამად ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.