“სუსის უფროსი ლილუაშვილი არის ყველაზე უფრო საზიზღარი უკანონონობის ჩამდენი.

ივანიშვილის ძალაუფლება არ დგას ღარიბაშვილზე, ის ბოროტია მხოლოდ და ხმაურობს. არაფერს ეკითხება უფროსი.

ივანიშვილის ძალაუფლება დგას ზუსტად სუსზე და ამ ამორალურ, ნამდვილად ყველაფრის მკადრებელ ლილუაშვილზე.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ლილუაშვილს”

წერს ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ეპისკოპოსების მოსმენებს ასახავს. ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებზე, კავშირებზე, იერარქიაზე და სხვა თემებზე.