“ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა იქნება უფასო. ძველი ამორტიზებული ლიფტების ახალი ლიფტებით სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში, ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რომ ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ. პროგრამას განვახორციელებთ კორპუსის ამხანაგობებთან ერთად და ჩვენ შევძლებთ, რომ ლიფტების ელექტროენერგიის თანხა, რომლის აკრეფაც უწევს სამეზობლოს, გადაიხადოს რუსთავის მერიამ. ასევე, ამ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობებთან შეთანხმებით გავაუქმებ ე.წ. ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და დავიწყებ კიდევ უფრო აქტიურად ძველი ამორტიზებული ლიფტების ახლით ჩანაცვლებას”

მმართველი გუნდის, რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე ამომრჩეველს, მისი გამარჯვების შემთხვევაში, უფასო ლიფტებს ჰპირდება.