ხუთშაბათი, 25 აპრილი , 2024, 00:45

მადლობას გადავუხდი, სახელების დასახელების გარეშე იმ ოპოზიციონერებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს – კობახიძე 5 ოპოზიციონერზე

“მე მადლობას გადავუხდი, სახელების დასახელების გარეშე იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს და კანდიდატის სტატუსის მიღებას ჩვენი ქვეყნისთვის. გაგრძელდება პროცედურა და იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ ხუთივე წევრის არჩევას”

თქვა “ოცნების” თავმჯდომარე კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით.