მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატს – თალაკვაძე

„მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატს საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენის დროს გამოხატული ორპარტიული მხარდაჭერისთვის. “ქართული ოცნების” ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„რეგიონული არასტაბილურობის, კოვიდ-19-ის პანდემიის და ეკონომიკური სიძნელეების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით“,- ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.