მადლობა ლევანს და თამარს რესპუბლიკურ პარტიაში გატარებული წლებისთვის – ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი პარტიიდან წასულ ლევან ბერძენიშვილსა და თამარ კორძაიას მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.

“თამარ კორძაიამ, აგრეთვე ლევან ბერძენიშვილმა დაასახელეს პარტიიდან გასვლის საკუთარი მოტივი -ამ შემადგენლობით ფრაქციის შექმნას არ ვეთანხმებოდითო და უმცირესობაში აღმოვჩნდით პარტიაშიო. ანუ, უფრო ტექნიკურ საკითხს შეეხნენ.

წარმატებებს ვუსურვებ ლევანს საზოგადოებრივ და თამარს პოლიტიკურ ასპარეზზე. მადლობა ორივეს რესპუბლიკურ პარტიაში გატარებული წლებისთვის. ჟურნალისტებს გაცნობებთ, რომ სხვა კომენტარს არ გავაკეთებ”,- წერს დავით ბერძენიშვილმა.

დღეს ლევან ბერძენიშვილმა და თამარ კორძაიამ რესპუბლიკური პარტია დატოვეს.