“მადლობა ღმერთს, რომ გადადგა” – ვოლსკი გახარიაზე

ქართული ოცნების ერთ–ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ ტვ იმედის ეთერში პრემიერ გახარიას გადადგომაზე ისაუბრა:

“მე ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ ეს რაღაც ისეთი მოხდა, გაუგონარი. მაგრამ რამაც ძალიან დამაფიქრა, გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე მისმა გასვლამ, რომ ამ კრიტიკულ მომენტში გადადგა ნაბიჯი, როდესაც, რეალურად, დაანონსებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობა და ამ მიმართულებას ავითარებდა “ნაციონალური მოძრაობა”. ამ მომენტში, როდესაც პრემიერმინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს და დაანახოს ყველას, რომ ქვეყანა არსებობს, სტრუქტურები არსებობს, მაშინ გადადგა. მადლობა ღმერთს, რომ გადადგა”–თქვა გია ვოლსკიმ.