”მადლობა ყველას ვინც, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ცივილური ფორმებით იყენებდა და დესტრუქციულ ძალებსა თუ ცალკეულ პირებს რადიკალიზაციის საშუალებას არ აძლევდა. მადლობა შს მინისტრსა და სამართალდამცველებს, რომლებმაც კანონის უზენაესობის, ევროპული ოჯახის ფუნდამენტური ღირებულების დაცვა მაღალი პროფესიონალიზმით უზრუნველყვეს. მადლობა ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებსა და მხარდამჭერებს, რომლებმაც მასშტაბური ბულინგისა და უსაფუძვლო შეურაცხყოფების კასკადს ღირსეულად გაუძლეს”

წერს, თბილისის მერი კახა კალაძე, რუსული კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, სადაც სამართალდამცავებმა აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული მშვიდობიანი მოქალაქეები, წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით, მხუთავი აირითა და ძალის  გამოყენებით დაშალა.