მადლობა ჩემ თბილისს, რომ არ გავიდა ამ ბერიკაობაზე! – ხათუნა ხოფერია აქციაზე

პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მოკლედ!!!!…. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეთოდოლოგიით თუ ვიხელმძღვანელებთ და დავთვლით თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ასეთი სურათი იქმნება: 1. მოედნის ფართობი არის 10 601 კვ.მ.
2. 1 კვ.მ-ზე ეტევა ადამიანების რაოდენობა განისაზღვრება სიმჭიდროვის მიხედვით.. ანუ, გაძეძგვილი და ნემსის ჩასაგდები ადგილის არარსებობის შემთხვევაში, 1 მ. კვ-ზე ეტევა 3 ადამიანი, ხალვათობის შემთხვევაში კი 1 ადამიანი.
3. მოედნის შუაგულში არსებულ წმ. გიორგის მონუმენს უჭირავს 500 მ.კვ. ფართობი.
ახლა დასხედით, აიღეთ კალკულატორი და იანგარიშეთ თუ რამდენია -აუუუუ, რამდენი ვართ ვარიანტი…)))) ისე, მაინც დაგიწერთ: 10601 x 1,5 =15 901,5 ადამიანი… (მოკლედ, რას ნიშნავს 1,5… ვინაიდან არც სიხალვათეა და არც გადაძეზგილობა, 1 მ.კვ-ზე ერთნახევარი კაცი ვიანგარიშოთ)… წაით, ახლა, სახლში და კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ რა გჭირთ!
მადლობა ჩემ თბილისს, რომ არ გავიდა ამ ბერიკაობაზე!“ – წერს ხათუნა ხოფერია.

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია 18:00 საათზე დაიწყო. მომიტინგეთა ნაწილი თავდაპირველად ორბელიანის და რესპუბლიკის მოედნებზე შეიკრიბა, რის შემდეგაც მათ თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს. აქციას მონაწილეები რეგიონდებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.