მადლობა წულუკიანს, დაასხა თავზე ნაგავი ელისაშვილს, რაც ეკუთვნოდა – ბურჯანაძე

ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქართული ოცნებას და უშუალოდ თეა წულუკიანს მადლობას უხდის იმისთვის, რაც მათ “ელისაშვილს დამართეს.

“არ შემიძლია კომპლიმენტი და მადლობა არ ვუთხრა, ეს ალბათ პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა. მადლობა უნდა ვუთხრა წულუკიანს იმისათვის, რაც ალეკო ელისაშვილს დამართა. უკაცრავად ამ სიტყვისთვის და დაასხა თავზე ის ნაგავი, რაც მას ნამდვილად ეკუთვნოდა, როდესაც უთხრა, რომ თუ გაყალბებულია არჩევნები, აქ რა გინდოდა და რატომ ზიხარო. და მეორე, დღეს ალეკო ელისაშვილს გამოსვლა უნდოდა პარლამენტში და სიტყვა არ მისცეს. ყოჩაღ, ქართული ოცნება, მართლა ძალიან მაგრები არიან. არგუმენტს არ გაგაციებიებენ, ყოველ წუთში მოგცემენ ახალ–ახალ არგუმენტს, რატომ არ აქვს აზრი მათთან ერთად პარლამენტში ყოფნას”,– ამბობს ბურჯანაძე ტვ პირველის ეთერში.

“თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ?” – ჰკითხა თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს პარლამენტის სხდომაზე.

დღეს მოქალაქეების ლიდერმა განაცხადა, რომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლა უნდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.