მავნებლური განცხადებაა, დამშეულ ხალხს თვითონ აჭმევს? – ჩიხლაძე ცერცვაძეზე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე თენგიც ცერცვაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, რათა კორონავირუსის მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ.

ჩიხლაძის შეფასებით, ეს მავნებლური განცხადებაა.

“ასე გამკაცრებით უსაშველოდ შეიძლება საუკუნეები ვიყოთ ჩაკეტილი ამათ მოუმზადებლობის გამო, ამიტომ ეს განცხადება არ არის ადეკვატური განცხადება და ჯერ ეს ერთი, რა უნდა გამკაცრდეს? უფრო გამკაცრება ნიშნავს, რომ საერთოდ სახლებიდან აღარ გავიდეთ…. მერე ბატონი ცერცვაძე რას ფიქრობს? დამშეულ მოსახლეობას თვითონ გაუდაუხდის ხელფასს, ან თვითონ აჭმევს საჭმელს? ან გაკოტრებულ კლინიკებს თვითონ დააფინანსებს? ეს არის მავნებლური განცხადება”, – თქვა ჩიხლაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებას ზურაბ ჯაფარიძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ თავად “ცერცვაძე უნდა დატოვო შემოსავლის გარეშე და 200-ლარიანი შემწეობა მისცე”.