მათ განცხადებებში ჩანს, ოპოზიციაში აშკარად დაპირისპირებაა – კალაძე სააკაშვილის ინიციატივაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ეხმიანება და ამბობს, რომ როგორ ჩანს, ოპოზიციაში დაპირისპირებაა.

„არ ვიცი, შიგნით შეთანხმებას რამდენად მოახერხებენ, იმიტომ, რომ ბოლო დღეებიდან როგორც ირკვევა და მათ განცხადებებში ჩანს, აშკარად დაპირისპირებაა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რას მოილაპარაკებენ“, – განაცხადა კალაძემ.

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ოპოზიციამ საარჩევნოდ ერთიანი სია უნდა შექმნას. 

ამ იდეას სკეპტიკურად შეხვდნენ ევროპული საქართველოს წევრები. სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიცია მაჟორიტარული ოლქების შეთანხმებაზე აპირებს კონცენტრირებას, ამიტომ სხვა იდეას არ განიხილავენ. ის იმედოვნებს, რომ სააკაშვილს ეს განცხადება იმიტომ არ გაუკეთებია, რომ ნაცციონალური მოძრაობა მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს გაემიჯნოს.

სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა გიგი უგუალავაც, რომელმაც თქვა, რომ ეს იდეა არარეალიზებადია.