მათ ნებას პატივს ვცემ, “სირცხვილის დერეფნების” მოწყობას კატეგორიულად არ ვეთანხმები! – ელისაშვილი

“ოცნების გულწრფელ მხარდამჭერებს და მათ ნებას პატივს ვცემ, “სირცხვილის დერეფნების” მოწყობას კატეგორიულად არ ვეთანხმები!”-  ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ნებისმიერი პარტიის, მათ შორის ოცნების გულწრფელ მხარდამჭერებს და მათ ნებას პატივს ვცემ. მინდა, რომ ნელ – ნელა, თანდათან სიძულვილი საერთოდ გაქრეს ჩვენი პოლიტიკური სივრციდან და აქ მხოლოდ იდეების ჭიდილი იყოს. ჩემთვის არჩევნების ბინძურად ჩატარებაა მიუღებელი და არა რომელიმე მოქალაქის მიერ ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება”,- წერს ელისაშვილი.

გუშინ, ბათუმში გამართულ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს უბნებთან “სირცხვილის კორიდორი” მოაწყონ.