მალე მეც დამიჭერენ – მიხეილ რამიშვილი

“მალე მეც ვიქნები ბრალდებული და მეც დამიჭერენ!“ – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ipn-თან საუბრისას.

ეს განცხადება ადვოკატმა დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ გააკეთა.

“მალე მეც ვიქნები ბრალდებული და მეც დამიჭერენ. განცხადება გავაკეთე, რომ ეს არის პირდაპირი მიმართულება, რომ დამნაშავეს აფარებენ ხელს, არ უნდათ ეს კაცი ამერიკაში წავიდეს და ჩამოიტანოს დამატებით ექსპერტების დასკვნები და სურათები.

როგორ შეიძლება წყარო დააკავო?! რა შუაშია წყარო? მე გავასაჯაროვე, მე მივიტანე ინფორმაცია გამოძიებასთან, მაგრამ ეს პირდაპირ არის ნიშანი იმის, რომ სადაც წყარო, იქ მეც დამაკავონ, ეს არის თავი და თავი“,- განაცხადა რამიშვილმა.

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დღეს დააკავეს.