მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკავებულია

გუშინ, აქციაზე “თავისუფლებისთვის” მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს. ის ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ადვოკატის განცხადებით, მაჩალიკაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებიან.

მისი შეფასებით, მაჩალიკაშვილი სრულიად უსაფუძვლო მუხლებით არის დაკავებული.

თვითმხილველის თქმით, მაჩალიკაშვილი პოლიციასთან კონფლიქტში არ შესულა, არამედ მათ საზოგადოების დაცვისკენ მოუწოდებდა.