მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

პარლამენტთან აქციაზე გუშინ დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, მისი სასამართლო პროცესი კი გადაიდო.

დაცვის მხარემ პროცესზე შუამდგომლობა დააყენა საქმის არსებითი განხილვის გადადებასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

მაჩალიკაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებიან.

საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 23 ივლის ჩაინიშნა.