მამუკა მდინარაძე, რესპუბლიკელების პოზიციას “ბავშვურ თამაშს” უწოდებს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე რესპუბლიკელების თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში ერთჯერადად მონაწილეობის შესახებ, “ბავშვურ თამაშს” უწოდებს.   ამის შესახებ, მან რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.

“მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია. მაშინ, როცა უნდა ვლაპარაკობდეთ ჩვენ იმაზე, მოქალაქეების სოციალური პრობლემები როგორ მოვაგვაროთ, მართლაც ძალიან ბევრი საკითხია და ისინი, ერთადერთი, შედარებით, ამ საბოტაჟისგან რასაც აღწევენ, არის ის, რომ მთელი ყურადღება გადააქვთ სხვა საკითხებზე”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.