მამუკა ხაზარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

კორონავირუსით ინფიცირებულ „ლელოს” თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს პნევმონია და მაღალი ტემპერატურა აქვს  აქვს. ამ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ადასტურებს.

„მამუკა ხაზარაძე ისევ ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. მაღალი ტემპერატურა აქვს. გუშინ ფილტვების ანთება დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა“, – განმარტავენ “ლელოს” პრესსამსახურში.

მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა.  ხაზარაძის განცხადებით, მას დაბალი სიცხე ქონდა,  რის გამოც PCR ტესტი გაიკეთა. ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.