მანამდე 200-ს კრებდნენ, ახლა 20 კაცზე არიან ჩამოსულნი – კობახიძე ოპოზიციის აქციაზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის აქციაზე რუსთაველის გამზირზე 20 კაცი იყო შეკრებილი. მისივე თქმით, მანამდე 200 კაცს კრებდნენ.

“ამასობაში მეგობრებმა მითხრეს, რომ სანამ კითხვა დასვით, აქცია დაშლილა და მანამდე 20 კაცი იყო შეკრებილი. 20 პროტესტანტის შეკრება ნაცმოძრაობას არ უჭირს, მანამდე 200-ს კრებდნენ, ახლა 20 კაცზე არიან ჩამოსულნი”, — განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ოპოზიციური პარტიები კვირას, 15:00 საათზე მასშტაბურ აქციას გეგმავენ.