მანდაც ენმ მოვიდა, ის დოზები მოიპარა და დამალა? ვინმემ პასუხი არ უნდა აგოს? – ელისაშვილი ასტრაზენეკას დეფიციტზე

“ვინმემ პასუხი არ უნდა აგოს? თუ მანდაც ენმ მოვიდა, ის დოზები მოიპარა და დამალა?”- ასე ეხმაურება, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, 1 ივნისს რესპუბლიკურ, ინფექციურ საავადმყოფოებში და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შექმნილ ლოჯისტიკურ პრობლემას. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

“რომ მივიდნენ და სახლში რომ გაუშვეს, წინასწარ მაინც ეთქვათ, მაინც დაერეკათ ამ რეგისტრირებული ადამიანებისთვის, რომ სადღაც ქალაქის ერთი ბოლოდან არ მოსულიყვნენ მეორე ბოლოში. ხომ იცოდნენ, რეგისტრირებული ადამიანები ვინ იყვნენ? ამ მავნებლობის გამო, ვინმემ პასუხი არ უნდა აგოს? ზრდილობის გულისთვის მაინც ვიღაცა არ უნდა გადადგეს, ბოდიში ვიღაცამ არ უნდა მოიხადოს? თუ მანდაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა, ის დოზები მოიპარა და დამალა?”, – აცხადებს ელისაშვილი.