მან შეასრულა დაპირება, მშვიდობიანად ჩამოვიდა, დაგვანახა სისტემის მანკიერება – სანდრა რულოვსი

“მან შეასრულა დაპირება, მშვიდობიანად ჩამოვიდა, დაგვანახა სისტემის მანკიერება “- ამის შესახებ, საქართველოს ყოფილი ლედი, სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს.

”მან შეასრულა თავისი დაპირება! მშვიდობიანად ჩამოვიდა, მთელი ქვეყანა გამოიარა, გაგვაგებინა რა გეგმით ვიმოქმედოთ და ამ ყველაფერთან ერთად ნათლად დაგვანახა მთავრობის ნამდვილი სახე და სისტემის მანკიერება. ხვალ თქვენ თვითონ შეაფასეთ მისი გმირული და გენიალური საქციელი – ყველა რეფერენდუმზე! მიშა გამარჯვებულია!” – წერს სანდრა რულოვსი.