მართლა როგორ ბედავენ ამდენს? სოლიდარობა ტვ პირველს! – დეკანოიძე

ენმ–ს წევრი ხატია დეკანოიძე ტელეკომპანია პირველს სოლიდარობას უცხადებს.

“ანუ ძალით შევარდნას აპირებენ და ტვ პირველის ჩხრეკას? მართლა როგორ ბედავენ ამდენს? სოლიდარობა და თანადგომა ტვ პირველს!..”,– წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

სასამართლომ პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, განჩინების მიხედვით, მათ შეუძლიათ “გამოიყენონ იძულების პროპორციული ზომა”.

ტელევიზიის დირექტორი ვატო წერეთელი პროკურატურას მოუწოდებ, არ გაბედონ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა.

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ პროკურატურის წარმომადგენლებს ტელევიზიაში არ შეუშვებენ.