მართლმსაჯულებამ ნიკა მელიას შეახსენა, რომ სახელმწიფოც არსებობს და კანონიც – არჩილ თალაკვაძე

მართლმსაჯულებამ ნიკა მელიას შეახსენა, რომ სახელმწიფოც არსებობს და კანონიც – ამის შესახებ, პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  რუსთავი2-ის ეთერში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„როდესაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მონაწილეობს პარლამენტზე ძალადობრივ შეტევაში, შემდეგ გამომწვევად იხსნის მონიტორინგის სამაჯურს, თავს ესხმის ცესკო-ს სათავო ოფისს და არ იხდის გირაოს – სწორედ ეს არის პოლიტიკური მოტივაცია და პოლიტიკურად მოტივირებული დესტრუქციული მოქმედებები, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ისჯება კანონით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.