მართლმსაჯულების რეფორმა შეთანხმების მთავარი ნაწილი და EU-ს დახმარების წინაპირობაა – შარლ მიშელი

“მართლმსაჯულების რეფორმა შეთანხმების მთავარი ნაწილი და EU-ს დახმარების წინაპირობაა”- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებსა და ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა“, – განაცხადა მიშელმა.