მარიუპოლში და მიმდებარე ტერიტორიაზე, სულ მცირე, 10 300 ახალი საფლავი იპოვეს – AP

Associated Press-მა სატელიტურ ფოტოებით ოკუპირებულ მარიუპოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ მცირე 10 300 ახალი საფლავი იპოვა.

საფლავების უმეტესობა სტარი კრიმის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზეა. მარტიდან დეკემბრამდე გადაღებული სატელიტური ფოტოების ანალიზის შედეგად დადგინდა ის ადგილები, რომლებიც ოკუპანტებმა მასობრივი საფლავებისთვის გამოიყენეს.

მანამდე არსებული სასაფლაოს გარშემო ახალი საფლავების გაჩენით ტერიტორია 51 500 კვადრატული მეტრით გაფართოვდა.