მარნეულში ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს მისივე გამოსახულებით ტორტი მიართვეს

დღეს, 22 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატს, ზაურ დარგალს სოფელ ბაიდარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მისი გამოსახულებით ტორტი მიართვეს.

ტორტი დარგალის საარჩევნო პლაკატითა და ქართული ოცნების პარტიული ნომრით არის გაფორმებული.

ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.