მარნეულში ჯართის ჩამბარებელ პუნქტს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯართის ჩამბარებელ პუნქტს რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ჯართის ჩამბარებელ პუნქტში მომუშავე ადამიანები სცემეს და თანხა წაართვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაყაჩაღების შემდეგ ნაცემი თანაშრომლები ოთახში გამოკეტეს და საყარაულო პუნქტს ცეცხლი წაუკიდეს.

დაზარალებულები ამჟამად პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით 179-ე, 187-ე და 143-ე მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ყაჩაღობასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.