მარტვილში დავაკავეთ კაცი, რომელმაც დედა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა – შსს

პოლიციამ მარტვილში დედის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 1992 წელს დაბადებული ო.ბ დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა საკუთარ დედას – 1970 წელს დაბადებულ რ.თ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. ო.ბ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”,– აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.