“სტატისტიკის შესაბამისად, სწორედ სამშაბათი არის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის დღე. თუ სამშაბათის ციფრი იქნება ამ ტენდენციის გაგრძელების მიმანიშნებელი, მაშინ უკვე შეგვიძლია, დიდი ალბათობით, ვივარაუდოთ, რომ პანდემიის მეექვსე ტალღა ჩამთავრების სტადიაშია. მომდევნო დღეების განმავლობაში იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტენდენცია იქნება გაგრძელებული, შენარჩუნებული და ალბათ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში უკვე შეგვეძლება ვთქვათ, რომ ყველაზე მძიმე ტალღა პანდემიის ისტორიაში საქართველოში იქნება დასრულებული”

ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.