მარტო არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია – ფოფხაძე

პარლამენტის ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ საქართველოში მხოლოდ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია, ამიტომ მას თან უნდა ახლდეს მასობრივი პროტესტი.

“პოლიტიკურმა აქტიურობამ ამ მოცემულობაში შეიძლება შედეგი არ მოგვცეს. თუ ჩვენ წავალთ ამ სტანდარტით და მივიღებთ ფორმალურად არჩევნებში მონაწილებას და იმ თამაშის წესებს მივიღებთ, რომელიც დაადგინა ქართულმა ოცნებამ ამ ეტაპზე… ჩვენ გვინდა, რომ იმ ხელისუფლების პირობებში, სადაც ხელისუფლება არც დაბალანსებულია, არც დანაწევრებულია და სუს-ი არის პოლიტიკური მხარე ამ პროცესის, არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება. მარტო არჩევნების გზით ეს შეუძლებელია. ეს არ არის და თანასწორი და თანაბარი არჩევნები.

არჩევნების მერე გეუბნებიან, რომ ნინოწმინდაზე 94% რომ ავიღეთ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ხალხი ჩვენს მხარესაა…. რჩება კარგად ორგანიზებული მასობრივი, სახალხო მოძრაობა და ამის პარალელურად საარჩევნო პროცესი,”– ამბობს ფოფხაძე ფორმულას ეთერში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ საპროტესტო აქციებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებას უნდა მიაღწიოს, რათა გაყალბება არჩევნებამდე არ მოხდეს.