მარტო თუ იქნებიან, გადაიპარსოს თავი, თუ არა და მე გადავიპარსავ – უგულავა კობახიძეს

” მარტო თუ იქნებიან, გადაიპარსოს თავი, თუ არა და მე გადავიპარსავ”- ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს სთავაზობს რომ 11 დეკემბერს თუ ქართული ოცნება მარტო იქნება პარლამენტში კობახიძემ თავი გადაიპარსოს და თუ არ იქნებიან, უგულავა გადაიპარსავს.

“მეც მაქვს თმა შესაჭრელი და კობახიძეს სულ შესაჭრელი აქვს. მოდი დავდოთ თუ გინდა საჯარო ნიძლავი, ხვალ თუ მიიღებს მაგ ნიძლავს, 11-ში თუ იქნებიან მარტო, გადაიპარსოს თავი, თუ არა და მე გადავიპარსავ. აწყობს კობახიძეს?”, – განაცხადა გიგი უგულავამ TV პირველის ეთერში.