მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება, დავბერდი – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ყოფით ნივთებზე ამდენი საუბარი სირცხვილია.

მისი თქმით, მხოლოდ ავტომობილი კი არ დაუძველდა, არამედ მკურნალობაც სჭირდება.

„არ გრცხვენიათ? მართლა მაინტერესებს. რა საკითხი დადგა? მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი. ძალიან დიდი სირცხვილია ყოფით ნივთებზე ამდენი ლაპარაკი. მე არასდროს დამიწყია ეს ლაპარაკი. მანქანაზე რომ მოგიყვებით, მერე კიდევ რას მკითხავთ პირადი ნივთებიდან?“ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, გუშინ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ არ იტყოდა ახალ მანქანაზე უარს, რადგან მისი მანქანა გაცვეთილია.