მარტო მე და პრემიერი ხომ არ ვიქნებოდით, გუნდი განვიხილავდით – გომელაური მელიას დაკავებაზე

“სასამართლომ აღსრულება დაგვაკისრა, ის ახლა პოლიტიკური დევნილია თუ რაც არის, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. დავასვენოთ ის კაცი, ხომ შეიძლება?”,– ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური.

ის ასევე ადასტურებს, რომ ნიკა მელიას დაკავებას ქართული ოცნების გუნდი განიხილავდა.

“უშუალოდ ჩემთან არ ჰქონდა გახარიას [განსხვავებული აზრი]. იქ ახლა მარტო მე და პრემიერი ხომ არ ვიქნებოდით, რა თქმა უნდა, გუნდი განივიხილავდით და აქედან გამომდინარე მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა ღონისძიების გაჩერება. მე გადავწყვიტე პირადად უკვე ეს შემეჩერებინა. მძიმე იქნებოდა შუა ღონისძიების დროს პრემიერის გადადგომა, არ იქნებოდა სწორი და მე გადავწყვიტე, რომ გამეჩერებინა ეს დაკავების ღონისძიება”,– განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაური არ აზუსტებს, რამდენ ხანს გადაიდო ნიკა მელიას დაკავება.