მარტო ღარიბაშვილისნაირმა ბრიყვმა შეიძლება შეადაროს 20 ივნისი იმასთან, რაც აშშ-ში ხდება – ბოკერია

“ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც 20 ივნისის მოვლენები და ამერიკაში განვითარებული სიტუაცია ერთმანეთს შეადარა.

ბოკერიას თქმით, ასეთი პარარელი შეიძლება მხოლოდ ისეთმა ბრიყვმა გაავლოს, როგორიც ღარიბაშვილია.

„მოდი ასე გეტყვით, მხოლოდ უკიდურესად ბრიყვმა ადამიანმა შეიძლება შეადაროს 20 ივნისის ამბები იმასთან, რაც დღეს ჩვენს სტრატეგიულ, პარტნიორ ქვეყანაში და მსოფლიოში თავისუფალი ქვეყნის ლიდერ აშშ-ში ხდება. მარტო ბრიყვმა შეიძლება იპოვოს პარალელი, ისეთმა როგორიც არის ღარიბაშვილი. მხოლოდ მავნებელმა შეიძლება ეს რაიმე სახის არგუმენტად გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის შიგნით სამოქალაქო თავისუფლების დათრგუნვისათვის“, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში განვითარებულ მოვლენებზე, იქ არსებულ ვანდალიზმსა და აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ საქართველომ წინა წელს, 20 ივნისის აქციის დროს გამოცადა.