საქართველოს პრემიერიმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ღირსების მარშის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი, რადგან სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს.
მისივე თქმით, ის არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე.
“იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, ჩვენ ამას ვიგებთ როგორც მოცემულობას და გვესმის მათი სურვილები. ამისთვის სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა. რამდენიმე დღის წინ მათ ჩაატარეს უსაფრთხო ღონისძიება, გუშინ და გუშინწინაც ჩაატარეს. დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შესაბამისად, აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე”,– თქვა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ “ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი წესები და ტრადიციები და ყველამ უნდა სცეს პატივი”.