“მატყუარა კაცების პარლამენტი“ – სამნიძემ და წითლიძემ პარლამენტში პლაკატი გადმოკიდეს

„მატყუარა კაცების პარლამენტი“ – დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის აივნიდან ამ შინაარსის პლაკატი გადმოკიდეს.

მათი თქმით, აპროტესტებენ “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო სიაში, კვოტირების პრინიციპით, ყველა მეორე ქალი უნდა ყოფილიყო, ახლა კი ჩაიწერა, რომ ყველა მესამე უნდა იყოს

სამნიძის შეფასებით, ამით გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული მუხლი უარესდება.