მაქსიმ შევჩენკოს კანონთან პრობლემა არ აქვს, ბიზნესმოწვევით ჩამოვიდა – დავითულიანი რუს ჟურნალისტზე

“მაქსიმ შევჩენკოს კანონთან პრობლემა არ აქვს, ბიზნესმოწვევით ჩამოვიდა”- ასე ეხმაურება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი რუსი ჟურნალისტის მაქსიმ შევჩენკოს, საქართველოში ჩამოსვლას, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.

“მაქსიმ შევჩენკო, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან კრიტიკულად არის პუტინის რეჟიმისადმი განწყობილი და პირიქით, საქართველოსადმი უკვე მისი განწყობები არის კეთილგანწყობილი, ხდება თავდასხმის ობიექტი. მას 2009 წელს ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული. 6 წელიწადში ამ კანონდარღვევას გაუვიდა ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად მას დღეის მდგომარეობით არ აქვს საქართველოს კანონთან პრობლემა. ის ადგილზე მოიწვია მსხვილმა ბიზნეს ჯგუფმა, ბიზნეს აპლიკაცია შეავსო და შესაბამისად გამარტივებული წესით შემოვიდა, ამიტომ ეს რაღაც შეთქმულების თეორიები ცოტა სასაცილოა”, – თქვა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო თბილისში იმყოფებოდა. ამასთან დაკავშირებით მან საკუთარ გადაცემაში ისაუბრა.