“მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ბადრის მიმართ, უწესიერესი ადამიანია, წარმოუდგენელია ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ასეთ ადამიანს თაღლითობას დააბრალებ, მაგრამ ასეთია მოცემულობა. მე იმის თქმა მინდა, რომ ძალიან მაღალი რისკია მისთვის, მაშინ როდესაც ოპოზიცია არის თავის მინიმუმზე დღეს. მას სხვა გზა არ აქვს, უნდა მოიგოს. წაგება, ფაქტობრივად, გააპრავებს მთელ იმ განუკითხაობას, რაც მის მიმართ იყო ხელისუფლების მხრიდან დაშვებული ამ სასამართლო პროცესის მსვლელობაში, მას გაუჭირდება სრული რეაბილიტაცია. მან, ფაქტობრივად, თავისი სამართლებრივი თემა, თაღლითია თუ არა, ახლა დადო ისეთ სასწორზე, იმ მოედანზე გადაიტანა, რა მოედანზეც, ჩემი აზრით, არ უნდა გადაეტანა. თუ წააგო ეს არჩევნები, მაშინ იქაც, თუნდაც საერთაშორისო სასამართლოებში, გაუჭირდება რაღაცების მტკიცება. ხელისუფლებას ექნება [სათქმელი], ეს რომ ამტკიცებს, წესიერი კაცი ვარ, აგერ, ხალხიც ეგრე ფიქრობს, რომ თაღლითია. სასამართლოსთვის არ ნიშნავს, მაგრამ დამერწმუნეთ, საგარეო პოლიტიკაში, პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ხელისუფლება ამ არგუმენტებს ძალიან კარგად გამოიყენებს”

ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატზე, ბადრი ჯაფარიძეზე TV კავკასიის ეთერში.