პარასკევი, 19 აპრილი , 2024, 18:16

მაწუხებს საით მიდის საქართველო, “ოცნებისა” და ივანიშვილის გავლენის ქვეშ – კრამერი

“ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, თუ საით მიემართება საქართველო ”ქართული ოცნების” მთავრობის მმართველობის ქვეშ, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ.”- ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა, დევიდ კრამერმა, მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარზე, საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას განაცხადა.  

“ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, თუ საით მიემართება საქართველო ”ქართული ოცნების” მთავრობის მმართველობის ქვეშ, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ. ვფიქრობ, საქართველო არის თავისი განვითარების კრიტიკულ წერტილში და ჩემი აზრით, ის არასწორი მიმართულების მიდის. ვფიქრობ, ჩვენ ვიხილეთ აშშ-ს საელჩოს უპრეცედენტო განცხადება, რომელშიც საელჩომ დაგმო ძალადობა, როგორც ჩანს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, რომლებიც დმანისში და რუსთავში მოხდა და ასევე ისაუბრა ოპოზიციის მიმართ ზეწოლის და დაშინების შესახებ მრავალ ცნობაზე და საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ რომ, ეს “წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ”. ეს არის საკმაოდ გასაოცარი განცხადება აშშ-ს საელჩოსგან არჩევნებამდე ასე ცოტა ხნით ადრე. ის რასაც მთავრობა აკეთებს, არ ვამბობ, რომ ოპოზიცია სრულიად უდანაშაულოა, მაგრამ მთავრობა ეს არის პარტია ძალაუფლების სათავეში, პარტიას ძალაუფლების სათავეში კი აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი გარემო, რომელშიც არჩევნები შეიძლება ჩატარდეს. ჩემთვის ნათელია, რომ ქართული ოცნება ბოროტად იყენებს თავის ძალაუფლებას და ქმნის გარემოს, რომელიც პრობლემური იქნება ამ არჩევნებისთვის. ამ არჩევნებზე ბევრია დამოკიდებული.” – განაცხადა კრამერმა.