მდგმურმა გაზის მილი ღია მდგომარეობაში დატოვა, სახლი აფეთქებას გადაურჩა – თბილისი ენერჯი

კომპანია თბილისი ენერჯის განცხადებით, თბილისში საოცხოვრებელი სახლი აფეთქებას გადაურჩა. მათი ინფორმაციით, მდგმურმა სახლიდან გადასვლის შემდეგ გაზის მილი ღია მდგომარეობაში დატოვა.

დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ეს თბილისში, ახალდაბის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ რეზინის მილიდან, რასაც ფოტოზე ხედავთ, გაზი ჟონავდა და კერძო სახლი, სადაც მდგმურები ცხოვრობდნენ აფეთქებას გადაურჩა.

ერთ-ერთმა მდგმურმა, რომელიც საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, მოხსნა გაზქურა და თან წაიღო. გაზის რეზინის მილი კი ღია მდგომარეობაში დააგდო. ”თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების სამსახურს, გაზის სუნის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს. 114-ის ჯგუფის ოპერატიულობით და ყურადღებიანი მეზობლების დახმარებით სახლი აფეთქებას გადაურჩა.

ნუ შეუქმნით საფრთხეს მეზობლებს, ნუ გახდებით მკვლელები”,– წერს თბილისი ენერჯი.