მდინარაძე აცხადებს, რომ კონსტრუქციული ნაბიჯები ოპოზიციამ უნდა გადადგას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ  ევროკავშირის მედიაციით განახლებულ მოლაპარაკებებზე კომპრომისული ნაბიჯი ოპოზიციამ უნდა გადადგას.

“მოლაპარაკებების საკითხში არ შეიძლება გამოვტოვოთ ყველაზე მნიშვნელოვანი თემები, რომელსაც მნიშვნელობა აქვს მაგიდასთან დასხდომის შემდეგ. აშშ-ის სენატში ხაზი გაესვა სამ საკითხს.პირველი იყო “პოლიტპატიმარ” ნიკა მელიაზე პასუხი – მან დაარღვია კანონი.მეორე ცრუ ნარატივი იყო გაყალბებული არჩევნები – სენატშიც გაისმა ეუთო/ოდირის ანგარიშისა, სადაც არჩევნები მოხსენიებული იყო, როგორც თავისუფალი.მესამე იყო ნაცმოძრაობისა და მისი მედიების ნალაგები ნარატივი – თითქოს ვინმეს ეჭვი უნდა შეეპაროს ქართული ოცნების პროდასავლურობაში. 2012 წლიდან არ ყოფილა დღე, როცა ამ კურსს გადაუხვია – ფიქრადაც არ გაუვლია არავის.თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმული იქნება კონსტრუქციული ნაბიჯი, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას. ეს არ არის მხოლოდ პარტიების ინტერესები”. – თქვა მდინარაძემ.